Belive

სან ანტონიომ დალასთან წააგო | სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთი ითამაშა

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

,,სან ანტონიო სპურსმა'' NBA-ის ახალი სეზონი ,,დალას მავერიქსთან'' მარცხით დაიწყო. პოპოვიჩის გუნდმა მეტოქესთან 11-ქულიანი სხვაობით, 109:120 წააგო.

მატჩში 6 წუთი ითამაშა ,,სპურსის'' ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 3 მოხსნისა და 1 დაფარების მოგროვება შეძლო. სანდროს დღევანდელ შეხვედრაში ფარისკენ არ უსვრია.

,,სან ანტონიოს'' 18-18 ქულით ჯერემი სოჰანმა და ჯულიან შამპენიმ ულიდერეს.

,,დალასის'' რიგებში 28 ქულით, 10 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 22 ქულას, 7 მოხსნას, 3 ჩაჭრასა და 1 ასისტს მოუყარა თავი კლეი ტომპსონმა, რომელმაც მატჩში 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

,,სან ანტონიო სპურსი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 27 ოქტომბერს, ,,ჰიუსტონ როკეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები