Belive

სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა დენვერთან | სან ანტონიო ისევ დამარცხდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "დენვერ ნაგეტსმა" "სან ანტონიო სპურსი" მიიღო და მეტოქე 110:105 დაამარცხა. სან ანტონიოს რიგებში ზედიზედ მეორე შეხვედრაში, სანდრო მამუკელაშვილს 24 წუთი მიეცა, ისევე როგორც "გოლდენ სტეიტთან", სანდრომ დენვერთანაც 10 ქულა ჩააგდო. ქართველს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. მამუკელაშვილმა 4-დან ორჯერ სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 1 მცდელობბა კი ზუსტი ორქულიანის ჩასაგდებად აღმოჩნდა - საჯარიმოს ხაზიდან 2-ჯერ ისროლა და არ აუცელია.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, მან სან ანტონიოს 42 ქულა ჩაუგდო. სერბმა ცენტრმა 37 წუთის განმავლობაში 16 მოხსნა და 6 პასიც მიითვალა. სპურსის რიგებში გამორჩეული ისევ ვიქტორ ვემბანიამა იყო, ფრანგმა ორმაგი დუბლი 23 ქულით, 15 მოხსნითა და 8 პასით გააკეთა და სულ რაღაც ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგამდე.

დენვერი ყველაზე მეტი - 53 მოგებით, დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, სან ანტონიო კი, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ბოლოადგილოსანია.

სხვა სტატიები