სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის Next Up Game-ში მიიღებს მონაწილეობას
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელია ვინც G ლიგის Next Up Game-ში ითამაშებს. Wisconsin Herd-ის ინფორმაციით, სანდრო ლუკა გარზას გუნდში მოხვდა.
Next Up Game იგივე პრინციპით ტარდება, როგორც NBA All Star. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აღნიშნულ ტურნირზე G ლიგის (განვითარების ლიგის) კალათბურთელები იღებენ მონაწილეობას. ეს მატჩი სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება და თბილისის დროით, 20 თებერვალს, 02:00 საათზე დაიწყება.
მამუკელაშვილი G ლიგაში საშუალოდ 20.3 ქულას, 10.1 მოხსნას და 4.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.