Belive

სან ანტონიომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო | მამუკელაშვილმა იუტას 9 ქულა ჩაუგდო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მე-18 შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდა და 13-ქულიანი სხვაობით, 128:115 დაამარცხა. სან ანტონიომ რეგულარულის ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, იუტას კი ბოლო კვირაში მეორედ აჯობა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და დრო ბრწყინვალედ გამოიყენა - ქართველმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრო 100%-იანი სიზუსტით ისროდა, ერთხელ ჩააგდო სამქულიანი, 3-ჯერ კი საშუალო დისტანციიდან მოათავსა ბურთი იუტას კალათში.

სან ანტონიო 10 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეათე ადგილზეა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ხვალ გამთენიისას "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები