Belive

სან ანტონიომ ზედიზედ 17 თამაში წააგო და ანტირეკორდი დაამყარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "ჰიუსტონ როკეტს" დაუპირისპირდა და 93-82 დამარცხდა. ეს სან ანტონიოსთვის ზედიზედ მე-17 წაგება იყო, გუნდს არსებობის განმავლობაში ამაზე ცუდი შედეგი არ ჰქონია.

ისევ შეზღუდული დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც არასრულ 4 წუთში 1 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ სპურსმა ჰიუსტონს მხოლოდ 93 ქულა ჩააგდებინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სან ანტონიოსთვის ამ სეზონში, თუმცა შეტევამ ტრადიციულად ძალიან ცუდად ითამაშა და შეხვედრა მაინც წააგეს. სან ანტონის კალათბურთელების 41 მცდელობიდან, კალათში მხოლოდ 5 სამქულიანი ჩავარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

ვიქტორ ვემბანიამას 15 ქულა, 18 მოხსნა და 5 დაფარება ჰქონდა. ცუდად ესროდა 3-ქულიანებს, 6-დან მხოლოდ 1 ჩააგდო. ჯონსონმა და ვესელიმ, რომლებიც სპურსის მეორე და მესამე ბომბარდირები იყვნენ მოპოვებული ქულებით, 18 სამქულიანი ესროლეს და მხოლოდ ერთი ჩავარდა.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზეა, მათ ჩატარებული 22 შეხვედრიდან 19 მარცხი აქვთ.

სხვა სტატიები