Belive

სან ანტონიომ რეგულარულის ბოლო შეხვედრა მოიგო

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს 2024/25 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა და ბოლო მატჩი ჩაატარა "სან ანტონიო სპურსმაც", რომელმაც "ტორონტო რეპტორსი" 125:118 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 18:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (6-დან 6 ორქულიანი), 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და ორმაგი დუბლი მიითვალა სკოტ ბარნსმა - 35 ქულა, 11 მოხსნა, 25 ქულა ჰქონდა ჯეიმსონ ბეთლის.

"სან ანტონიო სპურსმა" დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-13 ადგილით, 34 მოგებით და 48 მარცხით დაასრულა.

სხვა სტატიები