Mamu Out : სან ანტონიო და სანდრო მამუკელაშვილი ერთმანეთს დაემშვიდობნენ
სანდრო მამუკელაშვილი გუნდს შეიცლის. სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც უკანასკნელი 3 სეზონი სან ანტონიო სპურსში თამაშობდა, ტორონტო რაპტორსთან გააფორმებს 2-წლიან კონტრაქტს. ყოფილმა გუნდმა სანდროს გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოუქვეყნა:
ერთხელ სპურსელი, სამუდამოდ სპურსელი. მადლობა ყველაფრისთვის და საუკეთესოს გისურვებთ ტორონტოში. - ვკითხულობთ თანდართულ ვიდეოსთან ერთად
Thank you for accepting me for who I am, always supporting me and for giving me the opportunity to be a Spur 🖤
— Sandro Mamukelashvili (@Mamukelashvili5) July 4, 2025
San Antonio has helped me become a better man on and off the court. I’ll be forever grateful for the City & the Organization!
- Mamu Out 🤞🏻✌🏻🖤 https://t.co/gWDmWHFiax
მადლობა, რომ მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ. ყოველთვის მხარში მედექით და მაძლევდით შესაძლებლობას, ვყოფილიყავი სპურსის წევრი.
სან ანტონიო დამეხმარა უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მე სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ამ ქალაქისა და ორგანიზაციის - Mamu Out - წერს სანდრო მამუკელაშვილი პასუხად
სანდრო მამუკელაშვილი, NBA-ს დრაფტზე, ინდიანა პეისერსმა, მეორე რაუნდის 54-ე პიკად აიყვანა. ინდიანამ სანდრო მილუოკი ბაქსში მაშინვე გაუშვა (2021 წელი), სადაც 23 წლამდე იყო. 2025-დე მამუკელაშვილი სან ანტონიო სპურსის კალათბურთელი იყო. მიმდინარე წლის 20 მარტს, მამუმ NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - მას, NBA-ის ისტორიაში, 20 წუთზე ნაკლებ დროში, ყველაზე მეტი - 34 ქულა აქვს მოგროვებული.