Belive

სან ანტონიომ პორტლენდი დაამარცხა | მამუკელაშვილმა 12 წუთი მიიღო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის 25-ე შეხვედრაში "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" საკუთარ კედლებში "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 116:118 დამარცხდა.

სან ანტონიოს შემადგენლობაში 12 წუთი მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა 5 მოხსნა დააგროვა, 2-ჯერ მეტოქის ფარზე აიღო ბურთი, 3-ჯერ კი საკუთარზე. სანდრომ მხოლოდ ერთხელ სცადა სროლა და არაზუსტი აღმოჩნდა. უკანასკნელ 6 შეხვედრაში მამუკელაშვილმა სათამაშო დრო 3-ჯერ მიიღო, 3-ჯერ კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მატჩში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახდა, რომელსაც 28 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. სან ანტონიოს 13 მოგება და 12 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგიილს იკავებს.

სხვა სტატიები