Belive

სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს მოუგო | მამუკელაშვილს მცირე დრო დაეთმო

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" საკუთარ არენაზე "სან ანტონიო სპურსი" მიიღო და მეტოქესთან 113:126 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე 6 წუთით და 18 წამით გამოჩნდა, ამ დროში ქართველმა 1 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სანდრომ მხოლოდ ერთხელ სცადა ჩაეგდო საშუალო დისტანციიდან. გუნდების მთავარმა ვარსკვლავემბა, სტეფ კარიმ და ვიქტორ ვემბანიამამ ეს შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვეს.

მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე კლეი ტომპსონი გახდა, 25 წუთში მას 27 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა, ტომპსონმა 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ვემბანიამას არყოფნაში სპურსს კელდონ ჯონსონმა ულიდერა, ის ერთადერთი იყო ორივე გუნდის შემადგენლობიდან, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა - 22 ქულა და 11 მოხსნა.

სან ანტონიომ ზედიზედ 2 წაგების შემდეგ გამარჯვება შეძლო, სპურსი სეზონის დასაწყისიდან მუდმივად ბოლო ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გუნდს მხოლოდ 14 მოგება აქვს. გოლდენ სტეიტი ცუდ ფორმაშია და საპლეიფო ზონის ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები