Belive

13 წლიანი ისტორიის დასასრული - სტეფ კარი გოლდენ სტეიტს ტოვებს?!

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს 4-გზის ჩემპიონი - სტეფ კარი სავარაუდოდ "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და ამ ყველაფერზე მისი ქმედებები მიგვანიშნებს.

სტეფმა თავისი სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი "Instagram"-დან, აღწერაში დაწერილი წარწერა "Guard for the Warriors" - წაშალა და პროფილის ფოტოც შეცვალა.

ასეთი იყო სტეფ კარის "Instagram" გვერდის პროფილი გუშინდელ დღემდე
ასეთი არის სტეფ კარის "Instagram" პროფილი დღეს

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტეფ კარის კარიერის ბოლო წლების გატარება შედარებით უკეთეს კლუბში სურს, რადგან "გოლდენ სტეიტში" მან საკუთარი თავი ამოწურა. ამ ყველაფერს კი ემატება ის ყველაფერი, რომ "გოლდენ სტეიტი" უკვე მესამე სეზონია რაც შემადგენლობითაც ძალიან დასუსტდა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევასაც ვეღარ ახერხებენ (ბოლოს 2022 წელს გახდნენ ჩემპიონები).

რამდენიმე თვის წინ, ჟურნალისტებმა ლეგენდარულ 36 წლის სტეფ კარის კითხვა დაუსვეს, აპირებდა თუ არა იგი ამ კლუბში კარიერის დასრულებას, რაზეც მან უპასუხა:

"უკვე დიდი ხანია, კლუბში ძლიერი რანგის კალათბურთელებს ვითხოვ, თუმცა რატომღაც ამ ყველაფერს არავინ ითვალისწინებს.

შევხედავ, დავაკვირდები, ჩემს მოთხოვნებს წამოვაყენებ და დანარჩენს დრო გვაჩვენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სავარაუდოა, რომ კლუბს დავტოვებ" - სტეფ კარი

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" იყო საშუალო NBA-ს ფრენჩაიზი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩემპიონის ტიტულის გარეშე ასპარეზობდა, თუმცა როდესაც 2009 წლის NBA-ის დრაფტზე კარი მეშვიდე პიკად აირჩიეს, მას შემდეგ ამ კლუბის ისტორია რადიკალურად შეიცვალა.

2015 წლიდან კარიმ "გოლდენ სტეიტს" უხელმძღვანელა, 4-ჯერ გახდა ბეჭდის მფლობელი, გახდა კალათბურთის ახალი 3-ქულიანების მეფე და მოიპოვა ორი MVP-ის ჯილდო. ამ ყველაფერთან ერთად მან 2-ჯერ მოიგო 3-ქულიანების კონკურსი და 10-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩი.

გარდა კლუბისა, იგი უკვე ოლიმპიური და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ძალიან საინტერესოა, დარჩება თუ არა სტეფ კარი "გოლდენ სტეიტში" და წასვლის შემთხვევაში, სად გააგრძელებს იგი კარიერას.

სხვა სტატიები