სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს მოუგო - მამუკელაშვილმა 8 ქულა მოაგროვა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,სან ანტონიო სპურსს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 117:122 დამარცხდა.
მატჩში 7:23 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
,,სპურსის'' რიგებში 19 ქულით, 5 დაფარებით, 4 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა.
,,სან ანტონიო'' NBA-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 26 ოქტომბერს, ,,დალას მავერიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Ending pre-season with a W 🎉#PorVida | @FrostBank | #sponsored pic.twitter.com/DhHW8LLjvq
— San Antonio Spurs (@spurs) October 21, 2023