Belive

სან ანტონიომ დიდი სხვაობით წააგო | სანდრო მამუკელაშვილს 2 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "სან ანტონიო სპურსი" საკუთარ არენაზე "ნიუ ორლეანს პელიკანს" დაუპირისპირდა და ტეხასური გუნდი დიდი სხვაობით დამარცხდა 110:146.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, მან არასრულ 8 წუთში 2 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა "ნიუ ორლეანს პელიკანს"-ის კალათბურთელს სიჯეი მაკკოლუმს ჰქონდა, ასევე სტუმართა მხრიდან ბრენდონ ინგრამმა 26 ქულა ჩააგდო, ხოლო იონას ვალანჩუნასმა 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

სან ანტონიოს რიგებიდან საუკეთესო ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, 13 მოხსნა ჰქონდა, 4 ბლოკი და 4 ასისტიც დააგროვა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 მოგებით და 21 წაგებით ბოლო ადგილზეა. შემდეგ მატჩს კი "სპურსი" 20 დეკემბერს სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი გუნდის "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები