Belive

სანდრო მამუკელაშვილმა 2 წუთი ითამაშა | სან ანტონიო მემფისთან დამარცხდა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "მემფის გრიზლისთან" 106:98 დამარცხდა. ტეხასელების წაგებათა სერია გრძელდება და ეს მათთვის უკვე 28 მარცხია, მხოლოდ 5 მოგებასთან ერთად.

სანდრო მამუკელაშვილმა 2:03 წუთი ითამაშა, 3 ქულა და 1 ბლოკი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 1 სამქულიანი სროლა განახორციელა და ისიც წარმატებით, თავის გუნდს ამ ჩაგდებული ბურთით პირველი მეოთხედი მოაგებინა.

მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ჯა მორანტმა ჩააგდო, მან ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა 10 ასისტით.

სანდროს თანაგუნდელებიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო 20 ქულით და 7 მოხსნით.

სხვა სტატიები