სან ანტონიომ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ფინიქსისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი და დაძაბული მატჩი მასპინძელი გუნდის მარცხით, 114:115 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა "სპურსმა" გადამწყვეტ მეოთხედში მაინც შეძლო უპირატესობის მოპოვება. "სან ანტონიოს" შემადგენლობაში კვლავ ვერ ვიხილეთ სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც სეზონის სტარტზე სათამაშო დრო არ ეძლევა.
"სან ანტონიოს" გამარჯვებაში ლომი წილი კელდონ ჯონსონმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32:40 წუთში 27 ქულის, 3 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "ფინიქსს" კევინ დურანტმა ულიდერა - 26 ქულა, 2 მოხსნა, 7 ასისტი.