Belive

ორლანდომ მოიგო, სან ანტონიო დამარცხდა | ქართველებმა მცირე დრო მიიღეს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ში ორივე ქართველის - გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა ითამაშეს.

,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ნიუ იორკ ნიქსს' უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:100 დაამარცხა.

გოგამ მატჩში 5 წუთამდე ითამაშა და მხოლოდ 1 მოხსნის მოგროვება შეძლო. ,,მეჯიქს'' 36 ქულით, 7 მოხსნით, 5 ასისტითა და 1 ჩაჭრით პაოლო ბანკერომ ულიდერა.

23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:116 წააგო ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,დალასთან''.

მამუკელაშვილმა მწვრთნელისგან ხუთწუთნახევარი მიიღო, რა დროშიც შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

,,ორლანდო მეჯიქი'' 30 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 11 მოგებითა და 44 მარცხით დასავლეთში ბოლოა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 23 თებერვალს, ,,კლივლენდ კავალიერსთან'' სტუმრად გამართავს, ,,სპურსი'' კი, ასევე 23-ში, ,,საკრამენტო კინგსს'' ესტუმრება.

სხვა სტატიები