Belive

სან ანტონიო ოკლაჰომასთან განადგურდა - სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "ოკლაჰომა სიტის" დაუპირისპირდა და 36-ქულიანი სხვაობით განადგურდა. სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო არ მისცემია. ისევე როგორც მთელ გუნდს, ცუდი შეხვედრა ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამასაც, მან მხოლოდ 8 ქულისა და 14 მოხსნის დაგროვება შეძლო.

ოკლაჰომელებს ულიდერა შაი ალექსანდერმა, რომელსაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არცერთი გუნდის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, "ოკლაჰომა სიტიმ" საკმაოდ მარტივად (123-87) გაიმარჯვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. საშინელი სერია აქვს "სპურსს", მათ უკანასკნელი 6 შეხვედრა წააგეს და კონფერენციაში ბოლოს წინა ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები