სან ანტონიო მილუოკისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა 7 ქულა მოაგროვა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი'' ,,მილუოკი ბაქსთან'' სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, 105:121 დამარცხდა.
ზედიზედ 3 გამოტოვებული მატჩის შემდეგ, 6 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
,,სპურსის'' რიგებში 24 ქულით, 11 მოხსნითა და 1 პასით კელდონ ჯონსონი გამოირჩა. 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 ასისტი იყო ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე.
,,მილუოკის'' 25 ქულით, 16 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა.
,,სან ანტონიო'' 18 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 12 იანვარს, ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' წინააღმდეგ გამართავს.