საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი მსაჯი მოულოდნელად გარდაიცვალა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
2024 წელი ქართული კალათბურთისთვის მძიმედ დაიწყო. საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი - დავით ბერეკაშვილი, 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა. დავით ბერეკაშვილი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.
Belive-ს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს დავით ბერეკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და სრულიად ქართულ საკალათბურთო ოჯახს.