ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დაწყების თარიღი სულ უფრო ახლოვდება, რაც კალათბურთის მოყვარულებისათვის ერთგვარ საზეიმო ვითარებაში გადასვლის ტოლფასია.
ESPN-ის "ინსაიდერის" ოუმ იანგმისუკის ცნობით "დენვერ ნაგეთსმა" გიორგი ბეჟანიშვილთან აწ უკვე ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.
აქამდე გიორგი "დენვერის" რიგებში საზაფხულო ლიგაში თამაშობდა.
ბეჟანიშვილთან კონტრაქტის ოფიციალურ გაფორმებამდე "დენვერმა" გუნდიდან ფორვარდი მეტ რაიანი გაუშვა და სწორედ ამის ხარჯზე გამოათავისუფლა გიორგისათვის ადგილი.
დიდი ალბათობით წარმოშობით ქართველი კალათბურთელი 2021/22 წლების სეზონს, G ლიგაში, "დენვერის" ახალ სარეზერვო გუნდს გააძლიერებს.
საყურადღებოა, რომ ამერიკულ მედიაში ბეჟანიშვილის "დენვერის" 15-კაციან სიაში მოხვედრასაც არ გამორიცხავენ, რაც ერთმნიშვნელოვნად უდიდესი წარმატება იქნება.