საბედისწერო შეცდომა | ბრაიანტის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
3 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
"ღრუბლებში ყოფნის გამო, ზობაიანი სივრცეს პრაქტიკულად ვერ ხედავდა, რასაც სივრცითი დეზორიენტაცია მოჰყვა. მან უფლება არ ჰქონდა, ვერტმფრენით ასეთ ღრუბლებში შესულიყო", - განაცხადა ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, რობერტ სამუოლტმა. სამუოლტის სიტყვებს ეთანხმება ამავე საბჭოს წევრიც მაიკლ გრაჰამიც: მისი სიტყვებით, ღრუბლებში შესვლისას, დაღუპვის ალბათობა ყოველთვის არსებობს.იმ შემთხვევაში, თუკი მფრინავი ცას ან ლანდშაფტს საერთოდ ვერ ხედავს, მან შესაძლოა სივრცე ვეღარ აღიქვას, რაც სწორედ ზემოთაღნიშნული სომატოფრავიტაციული ილუზიით და შედეგად, ტრაგიკული შემთხვევით დასრულდეს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ნისლში შესვლა მფრინავებს ეკრძალებათ. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, მფრინავი ვალდებული იყო, უკან დაბრუნებულიყო.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბრაიანტთან დიდხნიანი ურთიერთობის გამო, ზობაიანმა გადაწყვიტა რომ ლეგენდარული კალათბურთელი დანიშნულების ადგილას დროულად მიეყვანა და ამისთვის, რისკი გასწია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბრაიანტმა ზობაიანზე რაიმე ტიპის ზეწოლა მოახდინა. კობი ბრაიანტი NBA-ის 5-გზის ჩემპიონი იყო. მან კარიერის სიმაღლეებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად მიაღწია და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.