Belive

რუსეთში ამერიკელი სპორტსმენი დამნაშავედ სცნეს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
რუსეთის სასამართლომ WNBA-ს ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მისი სასამართლო პროცესის ლოგიკური დასასრული იყო. გრინერი, რომელიც 17 თებერვალს ქვეყანაში კანაფის შემოტანისთვის დააკავეს, მკაცრი სასჯელისთვის მზად იყო, აცხადებენ კალათბურთელთან დაახლოებული წყაროები. კალათბურთელი იმასაც შიშობდა, რომ რუსეთი არ აპირებდა მოლაპარაკებების დაწყებას სპორტსმენის საკუთარ ქვეყანაში ექსტრადირებაზე. ეს ერთადერთი შანსი იყო რუსული სასამართლოსგან თავის დასაღწევად. თავად კალათბურთელი ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ეს მცირე რაოდენობა პრობლემას შეუქმნიდა და თვლის, რომ მისი კონტრაბანდის მუხლით დაკავება უსამართლოა. გრინერის ადვოკატების თქმით, აღნიშნული მარიხუანა კალათბურთელს ექიმისგან სამედიცინო მიზნით ჰქონდა გამოწერილი.
3280
მოსამართლე ანა სოტნიკოვას განაჩენის მიხედვით, გრინერმა განზრახ დაარღვია კანონი. პროკურატურამ 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. თუმცა, მოსამართლემ თქვა, რომ თებერვალში დაკავების შემდეგ, გასული დრო პატიმრობაში ყოფნის დროდ ჩაითვლება. გრინერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დაცვის მხარის თქმით, სასჯელის გამოტანისას სასამართლომ მის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და გრინერის ბრალის აღიარება უგულებელყო. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კალათბურთელი უსამართლოდ დაპატიმრებულად მოიხსენია. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ბრიტნის გაცვლა, რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გადაწყვიტეს. რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკელი კალათბურთელი სახლში კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდება.
თავად კალათბურთელმა განახცადა, რომ "პატიოსანი შეცდომა" დაუშვა:
"მე მესმის ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ არის ნათქვამი და ყველა ბრალდება, რომლებიც ჩემს წინააღმდეგაა გაცნობიერებული მაქვს. მაგრამ, მე არ მქონია განზრახვა, რომ რუსული კანონი დამერღვია. მე დავუშვი პატიოსანი შეცდომა და იმედი მაქვს, რომ თქვენი გადაწყვეტილებით, ჩემი ცხოვრება აქ არ დამთავრდება.”  

სხვა სტატიები