ბრიტნი გრინერის ადგილსამყოფელი კვირების განმავლობაში უცნობი იქნება
სწორედ ის მოხდა, რისიც გრინერის ოჯახს ყველაზე მეტად ეშინოდა. ბრიტნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იქნება.
Heartbreaking update from @mitchellreports: Brittney Griner was moved to a Russian penal colony on November 4. This is something her family has said in the past they were fearing. Russia’s penal colonies are notoriously harsh with very poor food and terrible conditions.
— Yamiche Alcindor (@Yamiche) November 9, 2022
უმეტეს შემთხვევაში, ბრალის წაყენების ან გასაჩივრების შემდეგ, მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაყვანას რუსეთში რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება, მაგრამ ბრიტნი გრინერის სტატუსის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი დაჩქარდა. მისმა დაცვის ჯგუფმა გაარკვია, რომ იგი 4 დღით ადრე გადაიყვანეს კოლონიაში და კვირების განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა კალათბურთელი გასულ ხუთშაბათს ნახეს, არ იცოდნენ, რომ რუსული მხარე ასეთ ნაბიჯს გადადგამდა.
შეგახსენებთ, ბრიტნი გრინერი 17 თებერვალს რუსეთში კანაფის შეტანის ბრალდებით დააკავეს. რუსეთის სასამართლომ WNBA-ს ვარსკვლავს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – რის შემდეგაც მეორე ინსტანციაში აპელაციაც არ დაკმაყოფილდა.