"როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს" - სერჯიო სკარიოლო
2 წლის წინ
კალათბურთი
4 წთ
- FIBA | ახალ არენაზე გამართულ სადებიუტო მატჩში, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
- “შენგელიას NBA-ში შეუძლია თამაში, თუმცა, მიხარია რომ ჩვენთანაა” – სერჯიო სკარიოლო
- სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ”
- სკარიოლო: ,,დიდებული გულშემატკივრობა იყო, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა”
ესპანეთის მზადება ევროპირველობისთვის
"ჩვენ ვაკვირდებით ახალ მოთამაშეებს. თაობათა მასშტაბური ცვლა მიმდინარეობს. ახლა საუკეთესო მოთამაშეებმა, საუკეთესო თაობამ, გარდა რამდენიმე კალათბურთელისა კარიერა უკვე დაასრულა. გვყავს ბევრი ახალი სახე, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება. რა თქმა უნდა ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, ვიქნებით თუ არა ისეთივე კონკურენტუნარიანები, როგორიც ადრე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბრძოლისუნარიანობა, მენტალიტეტი და თამაშისადმი მიდოგმა იგივე დარჩება, რაც გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი ეროვნული გუნდის ტრადიციების ღალატი".ჯგუფში მთავარი კონკურენტი
"საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში თამაშობს და ძალიან კარგი გუნდია. თურქეთის ეროვნული გუნდიც შესანიშნავია. საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფია - ყველა ნაკრებს აქვს შანსი გავიდეს შემდეგ ტურში. ალბათ ნიჭიერი მოთამაშეების გამო, თურქეთს უფრო მეტად მივიჩნევ ძირითად კონკურენტად, ხოლო საქართველოს, როგორც მასპინძელს, შესაძლოა სხვებთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც ჰქონდეს".ქართული კალათბურთი
"ვიცი რომ დიდი ტრადიციები გაქვთ და ძალიან კარგი ნაკრები გყავთ. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა ფიქრობს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა, ძალიან კარგი მოთამაშეები არიან მაკფადენი და ბურჯანაძეც. ასევე ბევრი სხვა ძლიერი კალათბურთელი გყავთ. ძალიან კარგი მწვრთნელია ილიას ზუროსიც, ასე რომ ვფიქრობ დიდი პოტენციალი აქვს ამ შემადგენლობას, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშისას".შეგახსენებთ, FIBA-მ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ევრობასკეტი თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება. 1 სექტემბერს, 15:30 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება.