რატი ანდრონიკაშვილის 8 ქულა | ობრადოირომ კასტელო დაამარცხა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის რანგით მე-2 საკალათბურთო ლიგის (Primera FEB) 27-ე ტურის შეხვედრაში "ობრადოირომ" "კასტელო" 100:72 დაამარცხა.
რატი ანდრონიკაშვილმა შეხვედრაში 11:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ყველაზე მეტი 24 ქულა ჯეილენ ტეიტს ჰქონდა, 22 ქულა ჩააგდო ალექს ბარკელომ.
ეს გამარჯვება ქართველი კალათბურთელის გუნდისთვის ბოლო 9 შეხვედრიდან მერვეა.
"ობრადოირო" 43 ქულით (17 მოგება, 9 მარცხი) ცხრილში მე-6 პოზიციაზეა და შანსი აქვს უმაღლეს დივიზიონში აღზევდეს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 აპრილს, 15:00 საათზე "მორონის" წინააღმდეგ გამართავს.
Non hai nada máis bonito ca unha historia contigo 🥰💘 https://t.co/YWi61KYHLS
— OBRADOIRO CAB (@OBRADOIROCAB) March 29, 2025