Belive

რატი ანდრონიკაშვილი რიგის კლუბს შეუერთდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი, კარიერას ლატვიაში, რიგის კლუბ "ვეფ"-ში გააგრძელებს. ანდრონიკაშვილმა დედაქალქურ კლობთან მოკლე, 3-კვირიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში თავის დამკვიდრებას შეეცდება.

დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, საჭირო გახდა, რომ რატი ანდრონიკაშვილთან მოკლევადიანი, 3-კვირიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა. რატი უკვე რიგაშია და თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა.

მისი დებიუტი ხვალ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში "აეკ ბეტსონთან" გაიმართება. - განაცხადა ვეფ-ის პრეზიდენტმა, გატის იაჰოვიჩსმა

ანდრონიკაშვილი, კარიერის განმავლობაში, ბერძნულ "იონიკოსში", "რუსთავში", "მურსიაში", "თსუ"-სა და "სარაგოსაში" თამაშობდა. 23 წლის უკანახაზელი საქართველოს ნაკრების წევრი 2017 წლიდან არის. უკანსკნელ სეზონში, FIBA ​​ევროპის თასზე ის საშუალოდ 11 ქულას და 4.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები