რატი ანდრონიკაშვილი ევროპის თასის კვირის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "თსუს" გამთამაშებელი - რატი ანდრონიკაშვილი, ევროპის თასის კვირის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა.
რატი ანდრონიკაშვილმა „გიოტინგენთან“ გამართულ შეხვედრაში 31 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა, სამწუხაროდ "თსუ" ბოლო წამზე ჩავარდნილი ბურთით დამარცხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის გამთამაშებელმა ბოლო, მეოთხე პერიოდში 19 ქულა ჩააგდო.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რატი ანდრონიკაშვილმა ევროპის თასის მე-4 ტურში ყველაზე მაღალი შედეგიანობა დააფიქსირა. 31 ქულა მე-4 ტურში არცერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია.
ევროპის თასზე განვლილი 4 ტურის შემდეგ, "თსუ" მესამე პოზიციას 5 ქულით იკავებს და მეორეადგილოსან "ვარესეს" 2 ქულით ჩამორჩება.
ქართული კლუბი შემდეგ მატჩს ბოლოადგილოსან "კერავნოსთან" სტუმრად გამართავს. მატჩი 15 ნოემბერს შედგება.