ქუთაისმა ფიბა ევროპის თასზე პირველი მატჩი მოიგო
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ფიბა ევროპის თასის E ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისმა, ჩეხური ბრნო სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:73 დაამარცხა და ევროტურნირის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქუთაისის შემადგენლობაში 17 ქულით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 6 მოხსნით ლუკა ალავიძე გამოირჩა. 14 ქულას, 14 მოხსნას, 2 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი მარკუს გილსონმა.
ბრნოს 24 ქულით, 8 ასისტით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ენტონი უილიამსმა ულიდერა.
ქუთაისი 1 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ქართული გუნდი მომავალ მატჩს 12 ნოემბერს, პერისტერის წინააღმდეგ გამართავს.