ქუთაისი პერისტერისთან 48 ქულით დამარცხდა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ფიბა ევროპის თასის E ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოს სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისმა, ბერძნულ პერისტერის უმასპინძლა და 48-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 53:101 დამარცხდა.
ქუთაისის შემადგენლობაში 11 ქულით, 5 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით ნიკოლოზ სოსელია გამოირჩა. 13 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი ტაირი ბოიკინმა.
პერისტერის 18 ქულით, 3 მოხსნითა, 2 ჩაჭრითა და 1 შედეგიანი გადაცემით ჯეიკ ვან ტუბერგენმა ულიდერა.
ქუთაისი 1 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ქართული გუნდი მომავალ მატჩს ზუსტად 1 კვირაში, 19 ნოემბერს, ბილბაოსთან სტუმრად გამართავს.