ქართველებს თამაშიდან არ უსვრიათ | სან ანტონიომ მოიგო, ორლანდომ - ვერა
NBA-ის რეგულარულ სეზონში ქართველების გუნდებმა შეხვედრები ჩაატარეს. გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" ზედიზედ მეორედ ეთამაშა "ტორონტო რაფტორსს" და ისევ დამარცხდა (113:114), ხოლო "სან ანტონიო სპურსი" საკუთარ კედლებში "ბრუკლინ ნეტსს" მასპინძლობდა და გამარჯვება მოახერხა (127:113).
სეზონის პირველ ნაწილთან შედარებით, გოგა ბითაძის როლი მკვეთრად არის შემცირებული. მაგალითისთვის, დღევანდელ მატჩში, ქართველ ცენტრს, თამაშიდან საერთოდ არ უსვრია. მან 16 წუთი მიიღო და 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა გუნდს - 4 საჯარიმო ტყორცნიდან 2 გამოიყენა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, კიდევ უფრო ცოტა, მხოლოდ წუთნახევარი ათამაშეს და რაც მოასწრო საკუთარ ფარზე 1 მოხსნაა.
ორლანდომ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და აღმოსავლეთ კონფრენციის მე-8 ადგილზეა. ვემბანიამას გარეშე დარჩენილი სან ანტონიო კი დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს.