ქართველების ბრწყინვალე მატჩი - მურსიამ ვალენსია დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 28-ე ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველებით დაკომპლექტებულმა "მურსიამ", შინ "ვალენსია" მძიმე ბრძოლაში, 8-ქულიანი სხვაობით 90:82 დაამარცხა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "მურსიას" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა - თად მაკფადენმა და რატი ანდრონიკაშვილმა შეიტანეს.
მაკფადენმა პარკეტზე 22:12 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 21 ქულა (3 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ამ სტატისტიკით იგი მატჩის MVP გახდა.
რაც შეეხება ახალგაზრდა კალათბურთელს - რატი ანდრონიკაშვილს, რატიმ ესპანეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა პარკეტზე 13:46 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
განვლილი 28 ტურის შემდეგ, "მურსია" ესპანეთის ჩემპიონატში, 24 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.