პოცეკო: ,,დედაჩემსაც კი არ სჯეროდა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო''
იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლაზე ისაუბრა:
,,დედაჩემსაც კი არ სჯეროდა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. პირველივე დღიდან ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს, რომ ოცნება დაეწყოთ, ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმს მივაღწევდით და მათ ეს გააკეთეს.''
პოჩეკოს სთხოვეს, ამჟამინდელი ნაკრები 1998 წლის იტალიის ნაკრებისთვის შეედარებინა, რომელშიც თავადაც თამაშობდა და ასევე მეოთხედფინალში გავიდა:
,,შედარება არ არის... ეს სრულიად განსხვავებული იყო. ჩემს ყველა თანაგუნდელს დიდ პატივს ვცემ და მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ, მაგრამ შესადარებელი არაფერია. ის რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, სრულიად სხვაა. ყველა ნაკრები გაუმჯობესდა, აღარ არსებობს მეტოქე, რომელთანაც მოეშვები...
მე 2004 წელს ათენშიც ვითამაშე, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, მაგრამ ის სრულიად განსხვავებული კალათბურთი იყო. დიახ, ჩვენმა გუნდმა ბევრს მიაღწია, მაგრამ ამ ნაკრებმა რაღაც უფრო მეტი გააკეთა.
იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პოცეკოს გუნდის მეტოქე ამერიკა იქნება.
მეოთხედფინალური მატჩი ხვალ, 16:40 საათზეა ჩანიშნული.