გერმანიამ ლატვია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, გერმანიისა და ლატვიის დაპირისპირება შედგა. პასაიში გამართული სანახაობრივი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გერმანიის გამარჯვებით, 81:79 დასრულდა.
ლატვიის ბარიერის გადალახვის შემდეგ, გერმანიამ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც აშშ-ს დაუპირისპირდება.
გერმანიის ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი ფრანც ვაგნერმა დაიდო, რომელმაც 16 ქულის, 8 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ასევე შედეგიანი მატჩი ჰქონდა ანდრეას ობსტს (13 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი). ლატვიის შემადგენლობაში არტურს ზაგარსმა 24 ქულის, 2 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, თუმცა, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.