Belive

პორზინგისთან ერთად - ლატვიამ ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ლატვიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ტურნირისთვის მოსამზადებლად გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ლუკა ბანკის რჩეულთა შორის მთავარი ლატვიელი ვარსკვლავი, კრისტაპს პორზინგისიცაა, რომელსაც ტრავმის გამო 30 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

ლატვიას ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე, ეგვიპტესთან და ფინეთთან ამხანაგური მატჩები აქვს ჩანიშნული.

  • როდიონ კურუცი (მურსია), კრის ჰელმანისი (ტიუბინგენი), ოიარს სილინში (სტალ ოსტრაუ), მარექს მეიერისი (კლუჟი), კრისტაპს პორზინგისი (ბოსტონი), დევის ბერტანსი (შარლოტი), დაირის ბერტანსი (რიგა), იანის ტიმა (ობრადოირო), როლანდს შმიტსი (ჟალგირისი), არტურს სტრაუტინში (დერტონა), იანის სტრეინეიკსი (ობრადოირო), არტის ატე (პიენო), კლავს ჩავარსი (იოკოჰამა), რიჩარდს ლომაჟსი (ვირტუს ბოლონია), აიგარს შკელე (სტალ ოსტრაუ), ანდრეის გრაჟულისი (ტრენტო), მარტინშ ლაკშა (გლივიცე), მარკის სტეინბერგსი (მანრესა), ანჟეის პასეჩნიკსი (პალენსია), კარლის სილინში (გოტინგენი), ტომს ლეიმანისი (ესტუნდიატესი), არტურს კურუცი (მურსია), არტურს ჟაგარსი (ვილნიუს ვულვზი), კრისტერს ზორიქსი (პეტკიმ სპორი)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად იასპარეზებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორეადგილოსნებს შეხვდება.

კალათბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის ნაკრებია, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 87:82 მოუგო.

სხვა სტატიები