Belive

პოპოვიჩი მამუკელაშვილზე: ,,მისით აღფრთოვანებული ვარ''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,სან ანტონიო სპურსის'' ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა, ,,დენვერ ნაგეთსთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველ ფორვარდზე, სანდრო მამუკელაშვილზე, ისაუბრა:

,,მამუკელაშვილი ნიჭიერი ბიჭია და მისი თამაში მოგვწონს. კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და არის კალათბურთელი, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. ევროპული სტილით თამაშობს, მოძრავი და ჭკვიანია. მისით აღფრთოვანებული ვარ! დღეს მოგებაში დაგვეხმარა,'' - პოპოვიჩის სიტყვებს Eurohoops-ი ციტირებს.

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,დენვერ ნაგეთსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128:120 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ,,სპურსის” ფორვარდმა 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

,,სან ანტონიო” 17 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-14 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას ორშაბათს, 13 მარტს, ,,ოკლაჰომას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები