ფორტ ვეინთან მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა 26 ქულა მოაგროვა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
G ლიგის შეხვედრაში ,,ვისკონსინ ჰერდმა'' ,,ფორტ ვეინს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:128 დამარცხდა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ,,ვისკონსინის'' ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. სანდრომ 32 წუთში 26 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მამუკელაშვილის გუნდი 6 მოგებითა და 10 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. ,,ვისკონსინ ჰერდი'' მომავალ შეხვედრას პირველ იანვარს, ,,გრანდ რაპიდს გოლდის'' წინააღმდეგ გამართავს.