ფინალის MVP და პლეი-ოფში დაფიქსირებული უნიკალური სტატისტიკა - იოკიჩის მორიგი აღიარება
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
“Ball Arena”-ზე გამართულ მატჩში, “დენვერმა” “მაიამი” 94:89 დაამარცხა, სერიაში 4:1 გაიმარჯვა და ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად NBA-ს ჩემპიონი გახდა.
“დენვერის” გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ ნიკოლა იოკიჩმა დაიდო. სერბმა ვარსკვლავმა 28 ქულასთან ერთად, 16 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
ფენომენალური პერფორმანსის შედეგად ნიკოლა იოკიჩი ფინალების MVP გახდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2002 წლის შემდეგ იოკიჩი პირველი ცენტრი გახდა, რომელმაც ფინალების MVP-ს ტიტული მოიპოვა. ასევე, სერბმა უნიკალური რეკორდი დაამყარა - იოკიჩი არის პირველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ს ისტორიაში პლეი-ოფში ყველაზე მეტი ქულა (600), მოხსნა (269) და შედეგიანი გადაცემა (190) დააგროვა.