Belive

ფაჩულია მსაჯთან კამათის გამო დააჯარიმეს (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"დეტროიტის" ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ორშაბათს გამთენიისას, "ტორონტოსთან" მოგებულ თამაშში (112:107) მსაჯებთან იჩხუბა. მე-3 მეოთხედის მიწურულს, ქართველი კალათბურთელის წინააღმდეგ აშკარად იუხეშეს, თუმცა მსაჯებმა მომენტი უყურადღებოდ დატოვეს. აღშფოთებულმა ფაჩულიამ ყვირილი დაიწყო, საპასუხოდ კი ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო. NBA-მ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ქართველი ცენტრი 25 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

იხილეთ ფაჩულიას მსაჯებთან კამათის ეპიზოდი: 

სხვა სტატიები