Belive

პატი მილსი და გიორგი შერმადინი ერთ გუნდში ითამაშებენ

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ოფიციალურად, NBA-ს ყოფილი ავსტრალიელი კალათბურთელი პატი მილსი ესპანურ კლუბში იასპარეზებს, 37 წლის მოთამაშე გიორგი შერმადინთან ერთად ტენერიფეში ითამაშებს. ლა ლაგუნა ტენერიფემ მილსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

პატი მილსს NBA-ს მრავალ გუნდში უასპარეზია, ესენია: პორტლენდი, სან ანტონიო, ბრუკლინ ნეტსი, ატლანტა ჰოუკსი, მაიამი ჰიტი, იუტა ჯაზი და ლოს ანჯელეს კლიპერსი.

აქვე გეტყვით, რომ მილსი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოანი კალათბურთელია, მან ავსტრალიის სახელით ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

პატი მილსს NBA-ში 1020 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან 64 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები