ოცნების დასვენება კალათბურთის ფანებს | ჯორდანის ცნობილი სასახლე ქირავდება
მაიკლ ჯორდანის ყოფილი სახლის ქირაობა ახლა უკვე ყველას შეუძლია. სასახლე, სადაც ჩიკაგო ბულსის ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი ცხოვრობდა, Airbnb-ზე გასაქირავებლადაა გამოტანილი.
სახლი, რომელიც ილინოისის შტატის აილენდ პარკში მდებარეობს, მინიმუმ შვიდი ღამით შეიძლება გაქირავდეს. ყოველკვირეული ფასები 105 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, სასახლეში დასვენება 2 აგვისტოდან 9 აგვისტომდე 105 514 დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო 29 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე - 120 920 დოლარი.
ადგილს ერთდროულად 12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიღება შეუძლია.
სახლის ფართობი თითქმის 30 000 კვადრატული მეტრია. სახლს აქვს შვიდი საძინებელი და 17 სველი წერტილი, ასევე კინოთეატრი, სიგარის ოთახი, სილამაზის სალონი, ღვინის მარანი, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, კალათბურთისა და გოლფის მოედნები. საცხოვრებლის ჭიშკარზე გამოსახულია 23 ნომერი, რომლითაც ჯორდანი თამაშობდა.