Belive

სტეფ კარიმ მაიკლ ჯორდანის რეკორდი უკან მოიტოვა

7 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

გოლდენ სტეიტ უორიორსის სუპერვარსკვლავმა, სტეფ კარიმ კიდევ ერთი სუპერქულიანი საღამო ჩაატარა, პორტლენდთან 136:131 წაგებულ მატჩში მან 48 ქულა ჩააგდო.

კარიმ 26-დან 16 სროლა გამოიყენა, მათ შორის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი - 12 სამქულიანი (19 ცდიდან) და 4-დან 4 საჯარიმო.ამ პერფორმანსით, 37 წლის გამთამაშებელი NBA-ის რეკორდსმენი გახდა, კერძოდ 30 წლის და უფროსი ასაკის მოთამაშეებს შორის, მას ყველაზე მეტი 40+ ქულის მქონე თამაში აქვს ჩატარებული. აქამდე ეს რეკორდი მაიკლ ჯორდანს ეკუთვნოდა. ლეგენდამ მას შემდეგ, რაც 30 წლის გახდა, 45-ჯერ მოახერხა თამაშში 40-ზე მეტი ქულა მოეგროვებინა (კარის უკვე 46 აქვს).

ზოგადად, გოლდენ სტეიტი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, 'ოქროს შტატელებს' უარყოფითი ბალანსი აქვთ 13/14 და დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე არიან.

სხვა სტატიები