ორლანდოსა და სან ანტონიოს შეხვედრაში მხოლოდ ბითაძემ ითამაშა, მამუკელაშვილი პარკეტზე არ გამოსულა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,სან ანტონიო სპურსს'' უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:111 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში 3 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელსაც შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, სანდრო მამუკელაშვილი კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, პარკეტზე არ გამოსულა.
,,ორლანდოს'' 34 ქულით, 7 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა.
,,სპურსის'' რიგებში 30 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით დევინ ვასელი გამოირჩა.
,,ორლანდო მეჯიქი'' 28 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 10 მოგებითა და 42 წაგებით დასავლეთში ბოლოა.
გუნდები მომავალ შეხვედრებს 11 თებერვალს გამართავენ - ,,სპურსის'' მეტოქე ,,ბრუკლინ ნეთსი'' იქნება, ,,ორლანდო'' კი ,,ჩიკაგოს'' უმასპინძლებს
WAGIC WIN 🪄 pic.twitter.com/dgYvJyVysH
— Orlando Magic (@OrlandoMagic) February 9, 2024