Belive

ლოს ანჯელეს კლიპერსი გოგა ბითაძის მიმართ ინტერესს იჩენს

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელეს კლიპერსი" გოგა ბითაძის მიმართ ინტერესს იჩენს, ამის შესახებ ინფორმაციას Forbes Sport-ის სპორტული ჟურნალისტი ევან სიდერი აქვეყნებს.

"კლიპერსი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე გუნდს შორის, რომელიც, სავარაუდოდ ინტერესს გამოავლენს მომავალი თავისუფალი აგენტის, გოგა ბითაძის მიმართ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ქართველი ცენტრი არაერთი გუნდისთვის სანატრელი ფიგურაა, რომელიც შეიძლება მინიმალური ხელფასით განიხილონ.

24 წლის კალათბურთელი 2023/24 წლების სეზონში "ორლანდო მეჯიქში" ასპარეზობდა, მისთვის ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო, რადგან ის საშუალოდ 62 თამაშში 15.4 წუთს თამაშობდა, 5.0 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.2 ბლოკს აგროვებდა. გოგა ბითაძე გუნდში სარეზერვო ცენტრის როლს ასრულებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა მეისონ პლამლი და დანიელ ტაისი თავისუფალი აგენტები გახდნენ და სრულიად რეალურია, რომ ქართველმა ცენტრმა "კლიპერსის" სიცარიელე შეავსოს.

სხვა სტატიები