ორლანდოს ზედიზედ მეორე მარცხი - ბითაძემ მატჩში 25 წუთამდე ითამაშა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,კლივლენდ კავალიერსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:111 დაამარცხა.
,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 25 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ მატჩში 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
,,მეჯიქის'' შემადგენლობაში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა პაულო ბანკერომ - ფორვარდმა 42 ქულას, 6 მოხსნას, 2 დაფარებასა და 1 პასს მოუყარა თავი.
,,კლივლენდს'' 35 ქულით, 7 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 ჩაჭრით დონოვან მიტჩელმა ულიდერა.
,,ორლანდო'' 14 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 9 დეკემბერს, ,,დეტროიტ პისტონსის'' წინააღმდეგ გამართავს.
final pic.twitter.com/gAmRvZrFjQ
— Orlando Magic (@OrlandoMagic) December 7, 2023