Belive

ორლანდოს ზედიზედ მე-8 მოგება - ბითაძემ ვაშინგტონთან 24 წუთამდე ითამაშა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ვაშინგტონ უიზარდსს'' უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 139:120 დაამარცხა. შედეგად, ფლორიდული გუნდის მოგებათა სერია 8 მატჩამდე გაიზარდა, რაც ამ მომენტისთვის ლიგაში საუკეთესო შედეგია.

,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 24 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

,,მეჯიქს'' 31 ქულით, 6 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა.

,,ვაშინგტონის'' შემადგენლობაში 23 ქულით, 6 ასისტითა და 3 მოხსნით კაილ კუზმა გამოირჩა.

..ორლანდო'' 13 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზეა. ქართველი ცენტრის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 2 დეკემბერს, კვლავ ,,უიზარდსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები