ორლანდოს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა - ბითაძე ისევ ძირითადის წევრია
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს "ბრუკლინ ნეტსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 129-101 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ორლანდოს ზედიზედ 9 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ეს სერია ბრუკლინმა შეწყვიტა.
თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 15 წუთი გაატარა. მან ამ დროში 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა მიკალ ბრიჯესის ანგარიშზეა, რომელმაც ბრუკლინს 42 ქულა მოუტანა. ორლანდოელთა მხრიდან სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა ბანკეროს, რომელმაც 19 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორლანდო მეჯიქი 16 მოგებითა და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა.
მატჩის მიმოხილვა: