Belive

ორლანდომ ზედიზედ მეექვსედ მოიგო | გოგა ბითაძეს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" 100:92 დაამარცხა. ორლანდოელებისთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეექვსეა, ხოლო 13 შეხვედრაში მათ ანგარიშზე 12 მოგება და 1 მარცხია.

გოგა ბითაძეს "ნეტსის" წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, სადაც ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. ქართველმა ცენტრმა 31:48 წუთში 12 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება მიითვალა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 15.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა ბრუკლინის კალათბურთელს, კემერონ ჯონსონ ჰქონდა. 20-20 ქულა დააგროვეს დენის შრიოდერმა და ფრანც ვაგნერმა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 7 მარცხით მე-3 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სან ანტონიო სპურსმაც" გამართა მორიგი შეხვედრა, სადაც მათ "საკრამენტო კინგსის" დამარცხება მოახერხეს - 127:125.

სანდრო მამუკელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საოცარი მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. ფრანგმა კალათბურთელმა 34 ქულა, 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 9 მარცხით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 დეკემბერს "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები