ორლანდო ისევ დამარცხდა | გოგა ბითაძეს ორ მატჩში არცერთი წამი არ უთამაშია
NBA-ს პლეი ოფის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "კლივლენდ კავალიერსთან" ისევ უშანსოდ 86:96 დამარცხდა.
კლივლენდის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ჯერ პირველი მეოთხედი მოიგო დიდი სხვაობით 30:18, შემდეგ არც მეორე და მესამე პერიოდებში გაუშვა მეტოქე წინ (28:26, 22:21), ბოლო მეოთხედს კი 15 ქულიანი უპირატესობით შეხვდა, სადაც "ორლანდომ" 16:21 კი მოიგო, მაგრამ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.
გოგა ბითაძეს როგორც წინა შეხვედრაში ასევე დღესაც არცერთი წამით არ უთამაშია.
ყველაზე შედეგიანი მატჩი 23 ქულით დონოვან მიტჩელს ჰქონდა, ორლანდოელთა მხრიდან პაოლო ბანკერომ 21 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა 18. შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი იყო, რომელიც ჯარეტ ალენმა შეასრულა, ეს მან 16 ქულით და 20 მოხსნით (9 შეტევაში) მოახერხა.
"ორლანდო მეჯიქი" პლეი ოფის პირველ რაუნდში "კლივლენდ კავალიერსთან" ორი მატჩის ჯამში 2:0 მარცხდება. 26 აპრილს ეს გუნდები მორიგ შეხვედრას ჩაატარებენ, ამჯერად მასპინძლის რანგში ორლანდოელები იქნებიან.