ორლანდომ ვაშინგტონი გაანადგურა | გოგას კარგი მატჩი ჰქონდა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ვაშინგტონ უიზარდსი 125:94 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 19:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, მან ასევე 11 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 25 ქულა კი ფრანც ვაგნერს ჰქონდა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 4 მარცხით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 5 ნოემბერს, ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ გამართავს.