Belive

ორლანდო სან ანტონიოსთან დამარცხდა | გოგამ 9 წუთი ითამაშა

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი სან ანტონიო სპურსთან 103:112 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 08:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი) და 2 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 25-25 ქულა თანაბრად ჩააგდეს დესმონდ ბეინმა და ვიქტორ ვემბანიამამ.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებით და 23 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 თებერვალს, ოკლაჰომა სითი თანდერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები