Belive

ორლანდომ სეზონის დაწყებამდე პირველი მატჩი მოიგო

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის წინასასეზონო მატჩები გრძელდება. "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ დარბაზში "ფილადელფია სიქსერსი" მიიღო და მეტოქე 15 ქულის სხვაობით, 114:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ეს ორლანდოს მესამე თამაში იყო და მხოლოდ აქ მოახერხა გამარჯვება - წინა 2 შეხვედრაში, "სან ანტონიოსთან" და "ნიუ ორლენსთან" გუნდი დამარცხდა.

მეჯიქის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა და ამ დროში გოგა ბითაძემ 6 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. გოგამ 4 მცდელობიდან 3-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, 3-ქულიანი არ უსვრია, 2 საჯარიმოდან ვერცერთი გამოიყენა და ერთხელ დააფარა მეტოქეს. წინასასეზონო 3 მატჩში ბითაძის ქულათა საშუალო რაოდენობა 7-ია, მოხსნების კი 9.

ორლანდო მეჯიქი NBA-ის რეგულარულ სეზონს 24 ოქტომბერს დაიწყებს, ბითაძის გუნდი "მაიამი ჰიტისთან" გასვლითი შეხვედრით დაიწყებს.

სხვა სტატიები